ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კლუბის ახლანდელ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთანაა გადაღებული.
„ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი ჩემს კარიერაში და დიდი ადამიანი. სასიამოვნოა კვლავ შეხვედრა.“ - აწერია ფოტოს.
„კიჭა“ იტალიელი სპეციალისტის თაოსნობით „მილანში“ თამაშობდა 2007-08 წლებში და 20 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა.