„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, მაურო იკარდი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „იუვენტუსში“ არ გადავიდა, ახლა კი მისით სერია A-ს კიდევ სამი კლუბი დაინტერესდა.
Calciomercato-ს ცნობით, 29 წლის არგენტინელის გადაბირება „მილანს,“ „ნაპოლისა“ და „რომას“ სურთ. „მილანში შეტევის ხაზის გაახალგაზრდავება სურთ, „ნაპოლი“ და „რომა“ კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე კონკურენციის გაზრდას აპირებენ.
იკარდი პარიზულ კლუბში 2019 წლიდან თამაშობს.