ფეხბურთი

2:05 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა, მასზე მწვრთნელმაც ისაუბრა

„უიპეშტის“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 27 წლის ფეხბურთელი უნგრულმა ვებგვერდმა csakfoci-მა გამოარჩია.

„ფეჰერვარისგან“ იჯარით დამატებულმა თავდამსხმელმა კარგად ითამაშა, მცველებმა მისი შეჩერება ვერ მოახერხეს, 74-ე წუთზე გაიტანა და მატჩი დაასრულა“, - წერს გამოცემა.

ბუდუმ „უიპეშტში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა, თავისი ყოფილი გუნდის „ფეჰერვარის“ წინააღმდეგ სტუმრად და გოლიც გაუტანა, რითაც გუნდს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დაეხმარა - 2:1. მატჩის შემდეგ ქართველ ფორვარდზე კომენტარი „უიპეშტის“ მთავარმა მწვრთნელმა მილოშ კრუშიჩმა გააკეთა.

„ის ძალიან კარგი მოთამაშეა, ამიტომაც დავიმატეთ, მაგრამ არ დავივიწყოთ მისი თანაგუნდელებიც, რომლებიც მას მომენტებს უქმნიდნენ. მან კარგად ითამაშა, თავისი საქმე გააკეთა, თუმცა, ამისთვის თანაგუნდელებიც სჭირდება“, - თქვა კრუშიჩმა.

ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი (2 „ფეჰერვარის“ მაისურით). აქვე გეტყვით, რომ გიორგი ბერიძემაც ითამაშა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. „უიპეშტმა“ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „მეზოკოვეშდს“ 27 თებერვალს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113318