ფეხბურთი

0:06 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "მანჩესტერი" შესაძლოა ზაფხულში დატოვოს

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს. Daily mirror-ის ინფორმაციით, კლუბი პორტუგალიელ ფეხბურთელს ხელს არ შეუშლის.

წყაროს თანახმად, რონალდუ „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ინგლისური გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. თავის მხრივ, კლუბი 37 წლის ვარსკვლავს წასვლის უფლებას მისცემს.

რონალდუ „იუნაიტედში“ გასულ ზაფხულს დაბრუნდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია რალფ რანგნიკთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ „წითელი ეშმაკების“ ღირსება ყველა ტურნირზე 28 მატჩში დაიცვა და 15 გოლის გატანა მოახერხა.

0.130045