იტალიური „მილანი“ „სასუოლოს“ თავდამსხმელის დომენიკო ბერარდის ტრანსფერს გეგმავს. Calciomercato-ს ინფორმაციით, „როსონერის“ ხელმძღვანელობა მზადაა, რომ ბერარდიში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ბერარდი „სასუოლოში“ 2012 წლიდან თამაშობს და კლუბის გამორჩეული ფეხბურთელია. მან მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 10 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება და ტოპ ხუთ ლიგაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში მსგავსი შედეგი აქვს.
დომენიკო ბერარდის იტალიის ნაკრებში 23-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარში 6 გოლი გაიტანა, გასულ ზაფხულს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.