ფეხბურთი

18:58 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო მსაჯს: "აქ "იუვენტუსმა" გამოგგზავნა"

„რომას“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ორი ან სამი მატჩით დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი „ვერონასთან“ მატჩში მთავარი მსაჯის, ლუკა პაირეტოს მიმართ წარმოთქმული სიტყვებია.

მოურინიო პაირეტომ მას შემდეგ გააძევა, რაც ჟოზემ უკმაყოფილება გამოხატა მატჩზე მხოლოდ 4 წუთის დამატებით და წითელი ბარათი მიიღო. გაძევების შემდეგ მან მსაჯს მიმართა: „შენ აქ შეგნებულად გამოგგზავნეს, „იუვენტუსმა“ გამოგგზავნა“.

ამ სიტყვების გამო მოურინიოს საქმეს სპორტული საარბიტრაჟო განიხილავს და შესაძლოა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახუროს.

აღსანიშნავია, რომ პაირეტოს მამა ყოფილი მსაჯია, რომელიც კალჩოპოლის სკანდალშიც ფიგურირებდა 2006 წელს. მოურინიოს სიტყვებიც ამას უკავშირდება. შეგახსენებთ, „ვერონასა“ და „რომას“ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

0.121306