ფეხბურთი

16:51 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბეილს MLS-ის კლუბები იწვევენ

მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების ნახევარმცველი გარეთ ბეილი ზაფხულში თავისუფალ აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს და უკვე რამდენიმე ვარიანტი აქვს კარიერის გასაგრძელებლად.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, უელსელმა შემოთავაზებები მიიღო ინგლისის პრემიერლიგისა და MLS-ის კლუბებიდან.

ბეილი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მას სურს ფოკუსირება მოახდინოს მადრიდული პერიოდის ბოლო ნაწილზე და შემოთავაზებებს „რეალთან“ კონტრაქტის დასრულების შემდეგ განიხილავს, რომელიც ამ სეზონის ბოლოს იწურება.

მიმდინარე სეზონში უელსელ გარემარბს მხოლოდ ხუთი თამაში აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთი გოლით გამოირჩა.

0.129715