ფეხბურთი

20:48 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სუპერთასი "დინამო ბათუმმა" მოიგო

საქართველოში 2022 წლის საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ „საბურთალო“ დაამარცხა და სეზონი ტიტულით დაიწყო.

შეხვედრის 90 წუთში გოლი არ გასულა და ეს სრულიად ლოგკურიც იყო, რადგან საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა. უფრო ახლოს გოლთან ბათუმელები იყვნენ, მაგრამ პირველ ტაიმში ოლექსანდრ აზაცკიმ ააცილა, მეორე ტაიმში კი თორნიკე გაფრინდაშვილს ჯერ მეკარემ აჯობა და მერე კი ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

პენალტების სერია ძალიან დრამატული გამოდგა. ჯერ საბურთელოელმა ნოდარ ქავთარაძემ ვერ გაიტანა, მაგრამ იქვე გაფრინდაშვილმა დაარტყა არაზუსტად. მერე კი ირაკლი ბიძინაშვილს ოთო გოშაძემ აჯობა და „საბურთალოს“ გამარჯვების შანსი გაუჩნდა, რომ გაეტანა, მოიგებდა და ბურთთან გოშაძე მივიდა, მაგრამ მას კუპატაძემ აუღო და პენალტების სერია გაგრძელდა. ლაზარე კუპატაძე ცალსახად გმირი გამოდგა, მან 8-დან 3 პენალტი აიღო, მათ შორის, ბოლოს ნოდარ იაშვილს აჯობა და გია გეგუჩაძის გუნდმა 7:6 იმარჯვა.

„დინამო ბათუმი“ საქართველოს სუპერთასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა კი 25 თებერვალს, „დინამო ბათუმისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩით გაიხსნება.

„დინამო ბათუმი“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0) პენ: 7:6

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): კუპატაძე; მამუჩაშვილი, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი; ალთუნაშვილი (ანანიძე 78), ტეიდი (ბიძინაშვილი 73); გაფრინდაშვილი, ჯიღაური (ფალავანდიშვილი 54), ზარია (ჯოვინო 54); ფანცულაია (ლობჯანიძე 73)

„საბურთალო“ (4-3-3): გოშაძე; უბილავა, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე; შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი (ქავთარაძე 77) - ტაბატაძე (სიხარულიძე 64), გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი (იაშვილი 90)

პენალტების სერია: 1:0 მამუჩაშვილი, 1:1 შ. ნონიკაშვილი, 2:1 კობახიძე, 2:1 ქავთარაძე (მეკარე), 2:1 გაფრინდაშვილი (ააცილა), 2:2 სიხარულიძე, 3:2 ჯოვინო, 3:3 ჯგერენაია, 4:3 ლობჯანიძე, 4:4 გოგოჩოლეიშვილი, 5:4 ფალავანდიშვილი, 5:5 ლაცაბიძე, 6:5 აზაროვი, 6:6 კაკუბავა, 6:6 ბიძინაშვილი (მეკარე), 6:6 გოშაძე (მეკარე), 7:6 ანანიძე, 7:6 იაშვილი (მეკარე)

0.131693