მადრიდის "რეალმა" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო სტრატეგია გადაწყვიტა. "სამეფო კლუბი" შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება, ამის შესახებ Marca იტყობინება.
"რეალის" საზაფხულო სატრანსფერო სამიზნეები კილიან მბაპე "პარი სენ-ჟერმენიდან" და ერლინგ ჰალანდი დორტმუნდის "ბორუსიიდან" არიან. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა სხვა კანდიდატებს მხოლოდ ამ ორი ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში განიხილავს.
გარდა ამისა, "რეალი" განიხილავს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას, რათა უზრუნველყოს სახსრები ნახევარმცველის ან გარემარბის შესაძლო შესაძენად.
შეგახსენებთ, მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატს 57 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს "ბლანკოსი" 26 თებერვალს სტუმრად "რაიო ვალეკანოსთან" გამართავს.