ფეხბურთი

14:00 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "მილანის" ირგვლივ უცნაური სიტუაციაა, არავის სჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „სალერნიტანასთან“ (2:2) ფრეს იმედგაცრუება უწოდა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, მის გუნდს უკეთ თამაში შეეძლო.

„იბრას თავი დავანებოთ, გუნდმა მის გარეშეც კარგად ითამაშა. ზოგიერთ მომენტებში ვნერვიულობდით, გვქონდა შანსი მეორე ტაიმში დავწინაურებულიყავით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და შედეგით იმედგაცრუებული ვარ. უკეთ თამაში შეგვეძლო, თუმცა მიდგომა მომეწონა. ტექნიკურმა და პოზიციურმა შეცდომებმა ყველაფერი გაართულა.

სკუდეტო? ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ. უცნაური სიტუაციაა „მილანის“ ირგვლივ, არავის სჯერა, რომ სკუდეტოს მოვიგებთ და მაინც გვეკითხებით შეგვიძლია თუ არა მისი მოგება. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ეს ვიცით. იტალიის ჩემპიონატში მეორე წრე ყოველთვის რთულია. ჩვენი მიზანია, რომ წელს უფრო მეტი ქულა მოვიპოვოთ, ვიდრე გასულ სეზონში (შარშან „მილანმა“ სეზონი 79 ქულით დაასრულა - რედ)“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანი“ „ინტერს“ ორი ქულით უსწრებს, მაგრამ ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული.

0.114101