ფეხბურთი

23:16 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე ახალ მეკარეს ითხოვს

„ჰალ სიტის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ „ქუინზ პარკთან“ მატჩის შემდეგ (1:1), განაცხადა, რომ მათი გუნდის მეკარე, მეტ ინგრემი მძიმედ არ დაშავებულა და ამით ბედნიერები არიან.

ინგრემი მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპოზოდში საჯრიმოში მეტოქე ალბერტ ადომაჰს შეეჯახა და უხერხულად დაეცა. თამაში 12 წუთით შეწყდა, მეკარეს სამედიცინო დახმარებას ორივე გუნდის ექიმები უწევდნენ. მალე ის ჰოსპოტალში წაიყვანეს. იქიდან კი პასუხი მოვიდა: ინგრემს ტვინის შერყევა აქვსო.

„მთავარია, რომ ის ექიმებს ელაპარაკა და თავს კარგად გრძნობს. ჩვენ უარესის მოლოდინი გვქოდა. თუმცა ნევროლოგიური მკურნალობა დროს მოითხოვს.“ - თქვა არველაძემ.

„ჰალს“ სათადარიგო მეკარე ნათან ბაქსტერიც ტრავმირენული ჰყავს და ამიტომ „ქუინზ პარკთან“ კარში ადგილი ჭაბუკმა ჰარვი კარტრაითმა დაიკავა. ეს ჰარვის სადებიუტო მატჩი გახლდათ ლიგაში.

არველაძემ განაცხადა, რომ ახლა კლუბი ეცდება საგანგებო რეჟიმში იყიდოს ან იჯარის წესით გაიფორმოს ახალი მეკარე.

„გადავწყვეტთ. ამ საკითხზე უკვე გვქონდა საუბარი კლუბში.“ - დასძენს ქართველი სპეციალისტი.

რაც შეეხება მატჩს, არველაძემ განაცხადა: „ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ. გუნდურად აშკარად ვიზრდებით. იმედია დაშავებული ფეხბურთელებიც მალე დაგვიბრუნდებიან. ზედიზედ სამი წაგებული მატჩის შემდეგ, ძნელი იყო მობილიზება. მაგრამ ჩვენს უკან მგზნებარე გულშემატკივრები არიან და ეს დიდებულია.“

არველაძის „ჰალმა“ სამი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ.

0.358259