ფეხბურთი

21:13 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის „ჰალმა“ ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ

შოთა არველაძე ახლოს იყო „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში მეორე გამარჯვებასთან, მაგრამ სტუმრად „ქუინზ პარკთან“ ინგლისური ჩემპიონშიფის 32-ე ტურის მატჩში, ამისათვის სულ რაღაც 15 წუთი დააკლდა.

წინა შეხვედრასთან განსხვავებით, არველაძემ სამი ცვლილება მოახდინა სასტარტო შემადგენლობაში. დაცვაში ადგილი დიშონ ბერნარდმა და კალუმ ელდერმა დაიკავეს. ნახევარდაცვის ცენტრი კი ალფი ჯონსმა გაამაგრა.

ანგარიში „ჰალის“ 22 წლის ფინელმა შემტევმა, მარკუს ფორსმა გახსნა 26-ე წუთზე. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მარცხენა ფეხით დაჰკრა ახლოდან. ეს „ვეფხვების“ მაისურით მისი პირველი გატანილი გოლი გახლდათ.

მასპინძელთა მაროკოელმა ილიას ჩეარმა კი მოზეს ოდუბაჯოს პასით, 75-ზე გაათანაბრა. საბოლოოდ - 1:1.

66-ე წუთზე "ჰალის" მეკარე მეტ ინგრემმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ის ჰარვი კარტრაითმა შეცვალა.

„ჰალმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ითამაშა ფრედ და ცხრილში 33 მატჩის შემდეგ 34 ქულით მე-20 ადგილზეა. არველაძის გუნდი გასავარდნ ზონას 13 ქულით უსწრებს.

0.133375