საინტერესო ინფორმაცოა გაავრცელა Mundo Deportivo-მ. „ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს მადრიდის „ატლეტიკო“ ჩაიბაროს.
წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბის ხელმძღვნელობა ენდობა ამჟამინდელ დამრიგებელ დიეგო სიმეონეს და ვალვერდეს კანდიდატურას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ არგენტინელი სპეციალისტი თავად გადაწყვეტს წასვლას. ამას წინებზე მან უკვე თქვა, ერთხელაც დადგება დრო და „ატლეტიკოს“ დავტოვებო. მადრიდულ კლუბში ის 2011 წლიდან მუშაობს.
ვალვერდესი კი „ატლეტიკოს“ უფროსებს, ხასიათი, გამოცდილება და ლიდერის თვისებები მოსწონთ. ცოტა ხნის წინათ გაცხადდა, რომ ესპანელით ინგლისური „ლიდსი“ დაინტერესდა.