ფეხბურთი

14:53 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" ბრაზილიელი მცველით გრანდები დაინტერესდნენ

იტალიური „ტორინოს“ ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი ევროპული გრანდების თვალთახედვის არეშია.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნი“, მილანის „ინტერი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდებიან. გერმანულ გუნდში ბრემერი ნიკლას ზულეს შემცვლელად ესახებათ, მილანურ კლუბში სტეფან დე ვრეის, ხოლო „იუვეში“ - ჯორჯო კიელინის.

ბრემერი ბრწყინვალე ფორმაშია და სერია A-ს მიმდინარე სეზონში თავის პოზიციაზე უდავოდ გამორჩეულია. ბრაზილიელ ფეხბურთელს „ხარები“ 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

აქვე გეტყვით, რომ გლეისონ ბრემერი „ტორინოში“ 2018 წლიდან თამაშობს და 94 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

0.114313