ფეხბურთი

22:15 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძემ კვიპროსის ჩემპიონატში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში მე-16 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც ავთო ებრალიძის „დოქსამ“ „პაფოსს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

ებრალიძემ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში გახსნა. მან 23-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით ძალიან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა. ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და ისე ჩაეშვა კარის ბადეში.

30 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-13 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მან ამ 3 გოლიდან 2 „პაფოსს“ გაუტანა. „დოქსას“ 21 თამაშში 19 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 თებერვალს, პაეეკ-ს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112784