საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ფრანგს გამოკითხვაში კონკურენციას ბერნარდუ სილვა, ვირჯილ ვან დეიკი და მოჰამედ კამარა უწევდნენ. კილიანმა მადრიდის "რეალთან" მოგებულ შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა და პარიზელებს მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა სისულელეა, გოლი და რეკლამა საუკეთესოდ გაქცევს? ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა მბაპეზე უკეთესად