ძიუდო

15:22 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე თელ ავივის გრანდ სლემზე

თელ ავივის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ფინალურ ბლოკამდე ვერცერთი მივიდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს.

73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა პირველივე შეხვედრა წააგო ავსტრიელ ლუკაშ რეიტერთან, ხოლო ამავე წონაში გიორგი ჩიხელიძემ ისრაელის წარმომადგენელ იდო ლევინს კი აჯობა, მაგრამ მერე ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში ვერ გადავიდა.

81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა უკრაინელ ჰიევორჰ მანუკიანს სძლია, თუმცა, ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილთან დამარცხდა ტურნირის გამოეთიშა. ამავე წონაში პირველივე შეხვედრაში განიცადა მარცხი ლევან გუგავამ, რომელიც მონღოლმა ერდენებაიარ ბატზაიამ იპონით დაამარცხა.

თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღეს, 19 თებერვალს, 6 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე, ონისე ბუღაძე, გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის თელ ავივის გრანდ სლემზე 9 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა და მედალს მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლა, რომელმაც ვერცხლი დაისაკუთრა.

0.113777