NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსმა“ „ფილადელფიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 120:123 დამარცხდა.
„ფილას“ გამარჯვება ჟოელ ემბიდის დამსახურებაა, რომელმაც უბრალოდ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა - 42 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი! ის ცალსახად საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში.
„მილუოკის“ იანის ანტეტოკუმპომ ულიდერა, თანაც სამმაგი დუბლი შეასრულა. ბერძენმა 32 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. ჯრუ ჰოლიდეიმ 24 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა საკუთარ გუნდს, მაგრამ ამან „ბაქსს“ მაინც ვერ უშველა.
ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმაც, თუმცა მხოლოდ 1:54 წუთით, რა დროშიც ოდენ 1 მოხსნის გაკეთება მოასწრო.
„მილუოკი ბაქსი“ 36 მოგებით და 24 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 თებერვალს, შინ „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.