"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი როი კინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ კლუბიდან ერიკ კანტონას წასვლის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონს არ უნდოდა 7-ნომრიანი მაისური დევიდ ბექჰემს სცმოდა.
"იუნაიტედში" 7 ნომერი მნიშვნელოვანი ციფრი გახლდათ. როდესაც კანტონამ კარიერა დაასრულა, გუნდში დებატები მიდიოდა თუ ვის უნდა ჩაებარებინა საპასუხისმგებლო 7-ნომრიანი მაისური. მე ეს მაისური არ მაინტერესებდა, თუმცა ვიღაცას უნდა დაესაკუთრებინა. ერთხელ ფერგიუსონმა თავის ოფისში მიმიწვია და მითხრა, რომ მაისურის მორგება დევიდ ბექჰემს სურდა, მას კი უნდოდა მე ჩამებარებინა აღნიშნული 7-ნომრიანი მაისური, რაზეც მე უარი ვთქვი." - წერს კინი.
წინააღმდეგობის მიუხედავად, ბექჰემს 7-ნომრიანი მაისური 6 სეზონის განმავლობაში ეცვა. ინგლისელის მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ კი მაისური კრიშტიანუ რონალდუმ ჩაიბარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამანაც თუ არ გაამართლა და მაშინ ფეხბურთის ......
გაამართლა რა არიოლი-რეშკა ხო არაა ამხელა პრეზიდენტი კაცი
კაი ახლა, ინფანტინო შვეიცარელია და გლახას რავა იკადრებს...

ა, მეიცა, ბლატერი სადაური იყო?
პრინცების და შეიხების მართვას ისევ ჯობს შეჩვეული ჭირი..
"მცხოვანი ბიზნესმენის განცხადებით, მისმა თანამემამულემ არჩევნები ბინძური გზებით მოიგო და თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელია."
---------------
კიმარა ინფანტინო შვეიცარელი არაა?
თუ შვეიცარიაში დაბადებული იტალიელია?
ჯანი ინფანტინო არის იტალიური ფესვების (წარმოშობის) მქონე შვეიცარიის მოქალაქე
ხო მეც მასე ვიცი ანუ შვეიცარელია რა.... ზოგადად შვეიცარიის ერთი მეოთხედი თუ მესამედი იტალიური ფესვებითაა და ენაც იტალიური აქვთ (ყოველ შემთხვევაში იტალიური შვეიცარიაში 4 ოფიციალური ენიდან ერთერთია)