ყაზანის „რუბინი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი მოსკოვის „დინამოსთან“ ჩაატარა.
შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ერთი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ მცველი მოატყუა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დარტყმა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ტრანსლირება არ ხდებოდა, რადგან კლუბები დახურულ სპარინგზე შეთანხმდნენ.
ყაზანელები სეზონს 28 თებერვალს, „ზენიტთან“ საგარეო მატჩით განაახლებენ. კვარაცხელიამ შეკრებაზე მესამე თამაში ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა, რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე "რუბინის" მაისურით 17 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე პასია.