ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გერმანიის ქალაქ ალტენკირხენის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
მარიამმა მერვედფინალში ესპანელი ხეორხინა გარსია-პერესი 6:2. 4:6, 6:3 დაამარცხა. პირველ სეტში ბოლქვაძემ 3 ბრეიკის ხარჯზე მოიგო, მაგრამ მეორე სეტში თავად დაბრეიკდა სამჯერ, რის გამოც ანგარიში გათანაბრდა. ბოლო სეტიც დაძაბულად დაიწყო და ანგარიში 3:3 იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში 24 წლის ქართველმა შესანიშნავად ითამაშა, ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ მარიამ ბოლქვაძის მეტოქე მეოთხედფინალში ურშულა რადვანსკა ან ნასტასია მარიანა შუნკი იქნება.