ფეხბურთი

15:54 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი პირველი გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 50 გამარჯვება მოიპოვა

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, „ლივერპულმა“ სტუმრად „ინტერი“ დაამარცხა (0:2). ეს გამარჯვება ტურნირში 50-ე აღმოჩნდა მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელისთვის, იურგენ კლოპისთვის.

როგორც მედიარესურსი DAZN გვამცნობს, 54 წლის სპეციალისტი თავისი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.

50 მოგებისთვის კლოპს 88 მატჩის გამართვა დასჭირდა. მაშინ როცა, ყველაზე ახლოს მდგომ კონკურენტ ოტმარ ჰიტცფელდს, 48 მატჩის მოსაგებად 95 შეხვედრის ჩატარება მოუწია.

შემდეგ მოდიან: იუპ ჰაინკესი (33 მოგება 47 მატჩში), უდო ლატეკი (31/56), ტომას ტუხელი (30/48), ჰანსი ფლიკი (16/18) და იულიან ნაგელსმანი (15/30).

ამ ჩამონათვალში არ იგულისხმება საკვალიფიკაციო მატჩები.

0.115209