ჩოგბურთი

15:25 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძე ანტალიის ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა

ანტალიის საერთაშორისო ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მეორე წრეში, მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

30 წლის ქართველი ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ განუთესავ მეტოქესთან მოულოდნელი მარცხი განიცადა. გორგოძე იტალიელ კამილა როზატელოსთან ორ სეტში დამარცხდა - 6:7, 5:7.

შეგახსენებთ, გორგოძემ მანამდე პირველ წრეში ჩინელი ჯინ-ჯინ ლუს 6:1, 7:6 დაამარცხა. ეკო WTA-ს რეიტინგში 129-ე ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.

0.114545