მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი, ჟურნალისტებს გუნდის დღევანდელ პრობლემებზე ესაუბრა.
„ძალიან რთული დროება გვიდგას. სიტუაცია, რომელშიც ახლა „ატლეტიკოა,“ საგანგაშოა. ეს არ არის ის მდგომარეობა, რასაც ამ კლუბში მისვლისას ფიქრობ. ყველამ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და ვითარება გამოვასწოროთ, თორემ შეიძლება ოთხეულშიც ვერ მოვხვდეთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა - წერს Football Espana თავის ტვიტერში.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ობლაკმა ყველა ტურნირში 33 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.