ფეხბურთი

13:26 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი მბაპეს „რეალში“ გადასვლას შეეგუა

პსჟ-ის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, შეეგუა იმ აზრს, რომ მომავალ ზაფხულს მისი გუნდის ვარსკვლავი, კილიან მბაპე, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება - წერს Marca.

მბაპეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. ასე რომ, „რეალში“ უფასოდ გადავა.

გასულ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „რეალს“ ერთადერთი გოლი სწორედ მბაპემ გაუტანა 94-ე წუთზე.

0.115781