ფეხბურთი

12:46 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, ანჩელოტის გაათავისუფლებენ

თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე ვერ გავიდა, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა მთავარი მწვთნელი, კარლო ანჩელოტი, თანამდებობიდან გაათავისუფლოს - წერს Independent.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელებს უკვე იტალიელის შემცვლელიც მოუძებნიათ. ის პსჟ-ის ამჟამინდელი თავკაცი, მაურისიო პოჩეტინოა.

სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ტურნირის მერვედფინალში ერთმანეთს. პირველი მატჩი პარიზში პსჟ-მა მოიგო 1:0. გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა.

საპასუხო შეხვედრა 9 მარტს გაიმართება მადრიდში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100858