ფეხბურთი

10:51 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: „ბარსელონას“ წინააღმდეგ სიურპრიზები გვექნება“

„ბარსელონასთან“ ევროპა ლიგის პირველი 1/16 ფინალური მატჩის წინ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ჩვენ გვაქს ძლიერი მხარეები და შეგვიძლია ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მინდორზე მოსაგებად გავალთ. თუ გვინდა ტურნირი მოვიგოთ და ქალაქს თასი ვაჩუქოთ, ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ.

საკუთარ თამაშს ვაჩვენებთ, თუმცა სიურპრიზებიც გვექნება.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„ბარსელონა“ – „ნაპოლის“ მატჩი დღეს, 17 თებერვალს გაიმართება „კამპ ნოუს“ სტადიონზე და თბილისის დროით 21 საათსა 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115218