მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ლივერპულთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და უკეთეს შედეგს იმსახურებდა, ვიდრე მიიღო.
„ბედნიერი და ამაყი ვარ, შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ საუკეთესო მონაკვეთებში გოლი ვერ გავიტანეთ. შემდეგ კი მათ პირველივე შანსის დროს წარმოუდგენელი გოლი გაიტანეს. „ინტერი“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს დაუპირისპირდა და ამან დიდი თვითშეფასება უნდა მოგვცეს. მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია. დღევანდელი საღამო ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. ასე კარგად ადრეც გვითამაშია, მაგრამ არასდროს ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „ლივერპულია“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, „ლივერპულისა“ და „ინტერის“ საპასუხო მატჩი 8 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.