„GEO SOUL 23“ - ამ წარწერით ითამაშებს თორნიკე შენგელია VTB ლიგის ALL STAR-ში. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სპეციალური წარწერა „ქართული სული“ თავის მაისურზე დაიტანა.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ვარსკვლავის დაპირისპირება ოფიციალურ გვარებს არ მოითხოვს, მომაწილეებს უფლება დართეს, საკუთარ მაისურებზე მეტსახელები დაეწერათ.
შენგელია VTB-ლიგის უცხოელთა სასტარტო ხუთეულშია. ყველა ვარსკვლავის მატჩში რუსეთისა და მსოფლიოს ნაკრებები შეხვდებიან. თითოეულ გუნდში 10-10 მოთამაშე იქნება - 5 მცველი და 5 წინა ხაზის. აუცილებელია პირობაა ისიც, რომ თითო გუნდში მაქსიმუმ 2-2 კალათბურთელია დაშვებული ერთი გუნდიდან.
თორნიკე შენგელიას მედიის გამოკითხვით 21 ხმა ერგო და მსოფლიო ვარსკვლავების ნაკრებში წინა ხაზის მოთამაშეებში მხოლოდ მარიო ჰეზონიას ჩამორჩა.
VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი 20 თებერვალს მოსკოვში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ALL Star-ში გასულ წელსაც აირჩიეს, მაგრამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.