ფეხბურთი

16:05 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" კაპიტანი შესაძლოა "ლაციოში" გადავიდეს

„მილანის“ კაპიტანი ალესიო რომანიოლი შესაძლოა რომის „ლაციოში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.

რომანიოლის „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მხარეები მის განახლებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ამიტომაც, სავარაუდოდ, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. „ლაციო“ კი მზადაა ალესიო უფასოდ დაიმატოს და სეზონში 3 მილიონი ევრო გადაუხადოს.

27 წლის იტალიელ მცველს „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, მაგრამ ამ კლუბებისგან ჯერ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო კი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ რომანიოლი ბავშვობიდან „ლაციოს“ ქომაგია, რის გამოც მას თავის დროზე „რომადან“ წასვლა მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ ალესიო „ლაციოს“ გულშემატკივრობდა, კარიერა „რომაში“ დაიწყო და 2012-2014 წლებში 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 2014-2015 წლების სეზონი მან „სამპდორიაში“ გაატარა და 31 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა, 2015 წლიდან „მილანში“ თამაშობს, რომლის მაისურით 243 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, რომანიოლის ანგარიშზე 12 თამაში და 2 გოლია.

0.12161