თამაშგარე

14:59 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიანა ფეხბურის დიდი ქომაგია

წარმოშობით ბარბადოსელი ცნობილი მომღერალი რიანა ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგი რომაა, ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ამ გოგოს ფეხბურთთან იმდენი რამ აკავშირებს, ალბათ შეუძლებელიც კი იქნებოდა მისი ცხოვრება და ბედი სპორტის ამ უპოპულარულეს სახეობას რომ არ უკავშირდებოდეს.

ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, რომ რიანა თავის დროზე ჯერ კარიმ ბენზემას, შემდეგ კი კევინ ტრაპს ხვდებოდ. რიანა ასევე დიდი და გულითადი მეგობარია არგენტინელი პაოლო დიბალასი, თუმცა ფეხბურთელიც და მომღერალიც ფიცი-მტკიცით იძახის, რომ მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ და ბღლარძუნი არც კი უფიქრიათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რიანა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თავგადაკლული ქომაგია და ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ფოტოზე თავადაც ნახავთ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის მორიგ გამარჯვებას მაისურის გახდით და თავისი მშვენიერი მკერდის საზოგადოებისთვსი ჩვენებით როგორ აღნიშნავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.134782