ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა. მისი აზრით, პორტუგალიელი სპეციალისტი „რომაში“ ძალიან მაღალ ხელფასს იღებს და მისთვის ისიც გაუგებარია, რომ რობერტო დე ძერბი სამუშაოდ უკრაინის ჩემპიონატში წავიდა, რადგან იტალიაში მისი სამსახურით არავინ დაინტერესდა.
„სერია A-ში ვხედავ მწვრთნელებს, რომლებსაც ჩემთვის მიუღებელი იდეები აქვთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც იდეები აქვთ. ეს არ ეხება მოურინიოს, რომელიც „რომაში“ 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ამ დროს რობერტო დე ძერბის მსგავსი მწვრთნელი სამუშაოდ უკრაინაში გავუშვით. მაინტერესებს, შეეძლო თუ არა, „რომას“ მოურინიოს მოწვევა უფრო დაბალ ხელფასზე?“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, „რომა“ წარუმატებელ სეზონს ატარებს და სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა. რობერტო დე ძერბი ახალი თაობის იტალიელი მწვრთნელია, რომელმაც თავი „სასუოლოში“ გამოიჩინა, გასულ ზაფხულს კი დონეცკის „შახტარი“ ჩაიბარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ მახსოვს ვინ იყო ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთმა ფორუმელმა დაგიწერათ კომენტარი და განგიმარტათ რომ თამაშგარე კი არა, "ძელის მიერ მოგერიებული" ბურთის დამატების უფლება არ აქვს დამრტყმელ ფახბურთელს. იმის ნაცვლად რომ მადლობა გეთქვათ და თან ჩაგესწორებინათ, იმ პატიოსან კაცს კომენტარი წაუშალეთ და შეცდომით ჩაასწორეთ. ახლა ამასაც წაშლით ალბათ, მაგრამ სტატია მაინც ჩაასწორეთ, ისე რომ აღარ დაუშვათ შეცდომა. მადლობა