ფეხბურთი

23:50 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "პსჟ ჩემი ბედის ნაწილია"

ჯანლუიჯი დონარუმამ „პარი სენ ჟერმენის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გუნდი მისი ბედის ნაწილია. როგორც იტალიელმა მეკარემ თქვა, ეს არის დიდი ამბიციების გუნდი, სადაც მას ყველა ენდობა.

„პსჟ დიდი ხნის განმავლობაში მაკვირდებოდა, ყოველთვის მაგრძნობინებდნენ თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად. ვიცოდი, რომ აქ ყველას ჩემი დიდი რწმენა ჰქონდა და ამიტომ ავირჩიე პსჟ, რადგან წარმოუდგენელი გარემოა. ეს არის საოცარი გუნდი, დიდი ამბიციებით, ამიტომ, ამ ყველაფერმა პსჟ ჩემი ბედის ნაწილად აქცია“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ ჟერმენს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მანამდე კი „მილანის“ რიგებში 6 წლის განმავლობაში 251 თამაში ჩაატარა.

0.108491