პორტუგალიური „პორტუს“ მცველ პეპეს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი ლისაბონის „სპორტინგის“ სპორტულ დირექტორ უგო ვიანაზე ფიზიკური თავდასხმაა.
ამ გუნდების შეხვედრის მიწურულს ფეხბურთელებსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო და პეპეც ერთ-ერთი მთავარი „გმირი“ გახლდათ.
მსაჯმა მოხსენების ბარათში ჩაწერა, რომ 38 წლის ფეხბურთელმა უგო ვიანას ხელი დაარტყა და პორტუგალიაში არსებული დებულებით კლუბის წარმომადგენლებსა და მენეჯერზე ფიზიკური შეურაცხყოფა 2 თვიდან 2-წლამდე დისკვალიფიკაციით ისჯება. საქმეს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. პეპე და უგო ვიანა ერთმანეთს კარგად იცნობენ და პორტუგალიის ნაკრებშიც ერთად არაერთხელ უთამაშიათ.
შეგახსენებთ, „პორტუსა“ და „სპორტინგის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ჩხუბის გამო მსაჯმა 4 ფეხბურთელი გააძევა (მათ შორის, პეპე) – 2 „პორტუს“ და 2 „სპორტინგის“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეთი ანტიფეხბურთელები არც უნდა იყვნენ ფეხბურთში
ამას საერთოდ რატო აძლევენ ფეხბურთის თამაშის უფლებას ვერ ვხვდები. ამ არაკაცს სტადიონზე ისეთები აქვს გაკეთებული, ქუჩაში რო ვინმე მასე მოიქცეს ციხე არ აცდება. სუარესი, ჯეკა)) კბენისთვის ისეთი გაუკეთეს, ტიპს ბურთი მოანატრეს, ეს კიდე 90იანი წლების ჯიბგირივით ცემდა ხალხს სტადიონზე და წითელი და ყვითელი ბარათებით ძვრებოდა სულ.
არა უშავს. პატარა ბიჭია და ჭკუას ისწავლის. დისკვალიფიკაციის ვადა მალე გაივლის, წინ კი მთელი კარიერა აქვს ))