პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში მე-10 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრში 18 გამომსვლელის შემდეგ ანასტასია პირველ პოზიციაზეც იმყოფებოდა.
გუბანოვამ ყველა ელემენტი კარგად შეასრულა და მსაჯებისგან 65.40 ქულა დაიმსახურა. 19 წლის მოციგურავე რიგით მე-9 იყო, მის წინ გამოსული რვავე სპორტსმენი უკან ჩამოიტოვა და მას შემდეგ ლიდერობას ინარჩუნებდა. ანასტასიამ შესრულებულ ელემენტებში 34.43 ქულა, ხოლო პრეზენტაციაში 30.97 ქულა დაიმსახურა.
როგორც ვახსენეთ, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი 18 გამომსვლელს შორის პირველ პოზიციაზე იყო, საბოლოოდ კი 30 მონაწილეს შორის მე-10 ადგილი დაიკავა და ფინალურ პროგრამაში იასპარეზებს, რომელიც 17 თებერვალს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვამ გუნდურ შეჯიბრებაზეც იასპარეზა და საქართველოს 67.56 ქულა მოუტანა, რაც ჩათვლაში მეოთხე იყო.