ფეხბურთი

15:54 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა პსჟ-ის ვარსკვლავურ ტრიოზე

ჩემპიონთა ლიგის პირვლი მერვედფინალური მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ჟურნალისტებს პარიზული კლუბის ვარსკვლავების შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„კილიან მბაპეს წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესო იქნება. ლიონელ მესი? ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. გულშემატკივრები მისგან ყოველთვის გოლებს ელიან. ბევრჯერ საკუთარი თვალით მინახავს რა შეუძლია არგენტინელს. ნეიმარიც უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ვერ გეტყვით ტრავმის შემდეგ რამდენად იქნება სათამაშოდ მზად.

სამშაბათს ჩვენი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ახალი თავი ჩაიწერება.“ - ციტირებს ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

პსჟ - „რეალის“ მატჩი დღეს, 15 თებერვალს გაიმართება პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126236