ფეხბურთი

13:21 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიმპემბე: „პსჟ-ში ყოველდღიურად ვსწავლობთ, განსაკუთრებით ისეთი მოთამაშეებისგან, როგორიც მესია“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, პრესნელ კიმპემბემ, ჟურნალისტებს პარიზული კლუბის ვარსკვლავური შემადგენლობის შესახებ უამბო.

„ჩვენთან მსოფლიო კლასის ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი და ადრეც ასე იყო. დევიდ ბექემთან ერთად მივარჯიშია, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და ტიაგო მოტასთან ერთად მითამაშია.

ახლა კი ლიონელ მესის, ნეიმარისა და კილიან მბაპეს მხარდამხარ ვირჯები. ეს ფანტასტიკურია. პსჟ-ში ყოველდღიურად ვსწავლობთ, განსაკუთრებით ისეთი მოთამაშეებისგან, როგორიც მესია. ისინი მაგალითს გვაძლევენ. გვირჩევენ, როგორ შევარჩიოთ სწორი პოზიცია, დაცვაში უკეთესები როგორ გავხდეთ და ასე შემდეგ. ამას ემატება ყოველდღიური ზოგადი რჩევებიც.

ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. არასოდეს აგვიანებენ ვარჯიშზე და საქმეს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან.“ - ციტირებს ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.113706