ფეხბურთი

12:51 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ბეილის შესახებ: „მან „რეალისთვის“ ბევრი გააკეთა“

„პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს უელსელი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„ბეილს არასოდეს გამოუხატავს თანაგუნდელების მიმართ უპატივცემულობა. ის ნამდვილი პროფესიონალია. ყოველთვის გულმოდგინედ მუშაობს. „რეალისთვის“ მან ბევრი გააკეთა და ჩემპიონთა ლიგის რამდენჯერმე მოგებაში დაეხმარა. ვფიქრობ, მადრიდში თამაშის კარგად დასრულება სასარგებლო იქნება მისი კარიერისთვის.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

თუმცა, ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ უელსელს ინგლისში დაბრუნება და კარიერის „ტოტენჰემში“ დასრულება სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103436