თამაშგარე

12:24 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მია ხალიფას ფიქრები ისევ “ვესტ ჰემს“ დასტრიალებს

დიდი პორნო-ინდუსტრიიდან დიდ ფეხბურთში გადაბარგებული და შემდეგ ისევ პორნო-ქარიშხლებში გადმობარგებული ბრიტანელი მსახიობი მია ხალიფა როგორც იცით, ინგლისური “ვესტჰემ იუნაიტედის“ თავგადაკლული ქომაგია და ამ კლუბის ტრფიალების გამო ეს მრავალნაცადი ქალი იმასაც კი აიტანს, რაც ცხოვრებაში ჯერ კიდევ არ გამოუცდია.

მართალია მია ხალიფას გამოუცდელი ამა ქვეყნად ძალიან მცირეა, თუმცა ბრიტანული “ყვითელი“ პრესა წერს, რომ არაა შორს ის დრო, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედი პორნო-ვარსკვლავი თავის დიდებულ, სუნთქვისშემკვრელ და ამაღელვებელ გავას “ჩაქუჩების“ დირექტორთა საბჭოში ჩაასვენებს და ეს “ჩასვენება“ იქნება საბოლოო და ერთსახოვანი.

როგორც იცით, ორიოდე წლის წინ, მია ხალიფა მისი საყვარელი ლონდონური კლუბის მართვაში როგორც გუნდის ერთ-ერთი მფლობელის წარმომადგენელი (რეალურად კი საყვარელი) უკვე მონაწილებდა, თუმცა ერთია როცა სხვას წარმოადგენ და სულ სხვაა, როდესაც შენი დიდებული აზრების ფრქვევისა დასურვილების გამხელის საშუალება გეძლევა.

0.135229