„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, პორტუგალიურ „სპორტინგთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„არ არის ადვილი კიდევ ერთი ნაბიჯით მეტის გადადგმა, ვიდრე შარშანდელ სეზონში. გვიხარია, რომ ტურნირის ამ ეტაპზე ვმონაწილეობთ. ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშველოვანია, თუმცა ხედავთ პრემიერლიგის მატჩებსაც როგორი სერიოზულობით ვუდგებით. თავად ნახეთ, ანგარიშის მიუხედავად, თავიდან როგორ გაგვიჭირდა გასულ შაბათს „ნორვიჩთან.“
თუმცა ჩვენი შესაძლებლობების გვჯეროდა და ახლაც ასეა. ყოველთვის ვამბობ: ჩვენ საკუთარ თავს ვეჯიბრებით. ამას ყოველ სამ დღეში ერთხელ ვაკეთებთ და იმავეს გავაკეთებთ „სპორტინგთანაც.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
„სპორტინგი“ – „სიტის“ მატჩი დღეს, 15 თებერვალს გაიმართება ლისაბონში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.