ფეხბურთი

10:25 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექემი პსჟ - „რეალის“ შეხვედრის შესახებ: „ასეთი მატჩის ცქერა ნებისმიერი ქომაგის ოცნებაა“

15 თებერვალს პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით თავისი აზრი დევიდ ბექემმაც გამოთქვა, რომელსაც თავის დროზე ორივე გუნდში უთამაშია.

„თუ ორივე გუნდის ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და ისტორიას შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ასეთი მატჩის ცქერა ნებისმიერი ქომაგის ოცნებაა.

კარგიცაა სტადიონზე რომ არ ვიქნები. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იქნებოდა ცოცხლად მეყურებინა ისეთი ორი გუნდის თამაშისთვის, რომლებშიც მითამაშია. მატჩს შინ მივადევნებ თვალს და ნებისმიერი გოლი გამიხარდება ორივე მხრიდან,“ - ციტირებს ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვებს Marca.

0.124493