ფეხბურთი

1:10 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლომ შესაძლოა სერია A-ს გუნდი ჩაიბაროს

ანდრეა პირლომ შესაძლოა იტალიის სერია A-ს აუტსაიდერი „სალერნიტანა“ ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, სალერნოული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო კოლანტუონო დაითხოვეს და მის შემცვლელად ორი ვარიანტი განიხილება - პირლო და დავიდე ნიკოლა.

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო ასპარეზზე 1 სეზონი აქვს ნამუშევარი, როდესაც „იუვენტუსს“ ედგა სათავეში და ორი ტიტულიც მოიგო, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი, მაგრამ სამსახურიდან მაინც დაითხოვეს.

აქვე გეტყვით, რომ „სალერნიტანა“ სერია A-ში 13 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131099