ფეხბურთი

0:38 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გამარჯვების გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

ნიქოზიის „აპოელის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. 21-ე ტურში „აპოელმა“ მისი გოლით ლარნაკას აეკ-ს 1:0 აჯობა.

გიორგიმ 45-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და გოლად თავადვე აქცია. ის მოედანზე 76-ე წუთამდე იყო. ქვილითაიამ მიმდინარე წელს უკვე მე-6 გოლი გაიტანა, მთლიანად სეზონში კი - მეათე (8 ჩემპიონატში, 2 თასზე).

თორნიკე ოქრიაშვილმა 76-ე წუთიდან ითამაშა, მურთაზ დაუშვილი კი მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

ამ გამარჯვებით „აპოელი“ ლარნაკას აეკ-ს სატურნირო ცხრილში 36 ქულით გაუთანაბრდა და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ქართველების გუნდი 17 თებერვალს, ფამაგუსტას „ანორთოსისს“ დაუპირისპირდება.

0.12069