კალათბურთი

15:01 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მათიაშვილი “დინამოში” ითამაშებს

ქართველი ცენტრი რიჩარდ მათიაშვილი მომავალ სეზონში თბილისის “დინამოს” ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას “სპორტს მენეჯმენტი” ავრცელებს, რომელსაც კალათბურთელზე უფლებები გააჩნია.

მათიაშვილი კარიერის ევროპაში გაგრძელებას აპირებდა და რამდენიმე წინადადებაც ჰქონდა, თუმცა, სასურველი ვარიანტი არ გამოვიდა.

გასულ სეზონში რიჩარდი თბილისური “ოლიმპის” რიგებში ირიცხებოდა და საშუალოდ 14.9 ქულას, 9.5 მოხსნას და 3.3 პასს აგროვებდა.

0.116253