ფეხბურთი

23:16 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "რეალი" გამოცდილებით და ისტორიით გვჯობია, მაგრამ აუტსაიდერები არც ჩვენ ვართ"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „რეალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ისტორიით და გამოცდილებით გაცილებით მაღალ დონეზეა, მაგრამ პსჟ საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს.

„არ ვფიქრობ, რომ ერთი გუნდი მეორეზე მეტი ზეწოლის ქვეშაა. პატივ ვცემ მადრიდის „რეალს“, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ჩემთვის ფავორიტი არ არსებობს. შეიძლება ამ თამაშს ფინალიც ვუწოდოთ ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით.

გამარჯვებისთვის ვიბრძვით, არ გვაქვს „რეალის“ მსგავსი გამოცდილება და ისტორია, მაგრამ აუტსაიდერივით თამაშს არ ვაპირებთ. ჩემი გუნდის მჯერა. „ტოტენჰემთან“ ერთად „რეალი“ დამარცხებული მყავს? ის „ტოტენჰემი“ ამ პსჟ-სგან ძალიან განსხვავდება. ვეთამაშებით გუნდს, რომელიც 5 წელია ნახევარდაცვაში ერთი და იგივე ფეხბურთელებით თამაშობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მადრიდის „რეალი“ დიდი და ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია, ეს გუნდი ყოველთვის პატივისცემას იმსახურებს“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „რეალის“ მატჩი 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112608