ფეხბურთი

22:36 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "რთული მატჩი იქნება, მაგრამ კარგი განცდა მაქვს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი მოედანზე მაქსიმუმს აჩვენებს.

„მატჩის წინ კარგი განცდა მაქვს, რთული შეხვედრა იქნება, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავს. მათ, როგორც ჩვენ, სურთ, რომ ჩემპიონები გახდნენ. ფინალში რომ შევხვედრილიყავით, არავის გაუკვირდებოდა. თამაში გამარჯვებამდე გრძელდება. პსჟ თავის ხარისხს მოედანზე აჩვენებს და ჩვენი სათამაშო სტილი ერთმანეთს ჰგავს. ერთადერთი, რაზეც უნდა ვიფიქროთ, ეს არის მაქსიმუმის ჩვენება და ამას გავაკეთებთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „რეალის“ მატჩი 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118164