ფეხბურთი

21:05 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "კვარაცხელიას მუხლი აწუხებს და ამ ტკივილთან ერთად თამაში უნდა ისწავლოს"

ყაზანის „რუბინმა“ ამხანაგურ შეხვედრაში სამარის „კრილია სოვეტოვი“ 5:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მხოლოდ 39-ე წუთამდე ითამაშა. როგორც გაირკვა, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრავმის გამო შეცვალეს.

მატჩის შემდეგ ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ ხვიჩას მუხლი აწუხებს, რომლის განკურნება იოლი არაა და ამ დისკომფორტთან ერთად თამაში უნდა ისწავლოს.

„კვარაცხელიას მუხლი აწუხებს, რის გამოც შეკრებაზე მხოლოდ მეორე ამხანაგურ მატჩში ითამაშა. ეს არის ტრავმა, რომელიც პერმანენტულია. შეუძლებელია მისი წამში განკურნება. ძალიან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს მთელი კარიერის განმავლობაში ამ ტკივილით და პრობლემით. კვარამ უნდა ისწავლოს ამ დისკომფორტთან ერთად ყოფნა“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ყაზანური გუნდი რუსეთის პრემიერლიგას 28 თებერვალს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ მატჩით განაახლებს.

0.118748