ჩოგბურთი

19:47 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის წყვილთა თანრიგში ჩაერთო და გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად ფინელი ემილ რუუსევუორისა და შვედი ელიას იმერის დუეტი დაამარცხა.

შეხვედრა ორი სეტში დასრულდა - 6:1, 7:5. შედეგად, ნიკოლოზმა 10-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. მას მიჯრით 8 მატჩი აქვს ერთეულებში წაგებული, ზედიზედ ორი კი წყვილებს შორის ჰქონდა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილისა და ფოკინას მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვის წინააღმდეგ ითამაშებს ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა თანრიგში.

0.117911