სერხიო რამოსი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. „პარი სენ ჟერმენის“ ესპანელმა მცველმა მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და მოედანზე ვერ გავა.
როგორც ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რამოსი ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში გუნდს შეუერთდება.
რამოსმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ბევრი თამაში გამოტოვა და პსჟ-ს რიგებში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა, გოლი კი ერთხელ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „რეალის“ შეხვედრა 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.