ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მარია კაზაკოვა/გიორგი რევიას წყვილმა ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
თავისუფალ პროგრამაში სპორტულ ცეკვებში მათ მსაჯებისგან 97.25 ქულა დაიმსახურეს. მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი 164.33 ქულით მე-19 ადგილი დაიკავეს.
ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე წყვილმა მხოლოდ უკრაინელების დუეტს აჯობა. პირველ პოზიციაზე კი ფრანგები გავიდნენ.
ხვალ ერთეულების მოკლე პროგრამაში გამოვა ანასტასია გუბანოვა. ფიგურული ციგურაობა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.